კორონავირუსი მსოფლიოს იპყრობს. ინფექცია იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩინელი ექიმი, რომელიც დაავადებულებს მკურნალობს, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ეპიდემიის მასშტაბებს მალავს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 90 000 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ვირუსის კერა, ქალაქი უხანი.
ისიც აღსანიშნავია, რომ ორკვირიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ჩინეთის მოქალაქემ, 46 წლის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა. ექიმების განცხადებით, კორონავირუსის დამარცხება საწყის ეტაპზე მარტივად შეიძლება. ამისათვის კი დროული დიაგნოსტიკაა საჭირო.
ვირუსის ეპიცენტრში, ქალაქ უხანში, აღარ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოსახლეობა ქუჩაში გასვლას ერიდება. ინფორმაციას “კურიერს” საქართველოს ჰუბეის პროვინციაში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე აწვდის.
„რუსთავი 2“
კომენტარები