ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბრისას აცხადებს:
“იმედი მაქვს, ივლისის შუა რიცხვებში 30-ვე მაჟორიტარი მთელი ქვეყნის მასშტაბით დასახელდება – რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, არიან გუნდში, მაგრამ ასევე საკმაოდ ჭარბად იქნებიან წარმოდგენილი ახალი სახეებიც.
რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, მზადების პროცესშია და მუშაობა თვის ბოლოსკენ დასრულდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან თამამი და მეორე მხრივ რეალისტური დაპირებები, როგორც ეკონომიკის კუთხით, ასევე სოციალური, საგარეო პოლიტიკის კუთხით. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე და ამის თაობაზე დეტალურად გექნებათ ინფორმაცია“
კომენტარები