შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვები წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე საუბრისას:
“ჩვენ უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს არჩევნები და არ უნდა დაგვჭირდეს არცერთ შემთხვევაში პატარა პრობლემის შექმნის გამო სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამიტომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც მოგვცემს საშუალებას პატარა აფეთქების თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების სიტუაციაში ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს ეფექტიანი მენეჯმენტის საშუალება ხელისუფლებას, როგორც მას დღემდე ვახერხებდით. ეს არის მთავარი მიზეზი.
ამ რეგულაციების არსებობის პირობებში, ჩვენ უფრო მეტად გავხსენით ეკონომიკა. რეგულაციები საჭირო არ გახდა. საბედნიეროდ, მართვა და მენეჯმენტი განხორციელდა ისე, რომ პირიქით. ამის მაგალითია ისიც, რომ ჩვენ დღეს გავხსენით ფიტნეს კლუბები და სავარჯიშო დარბაზები”
ქართულმა ოცნებამ მაისში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.
თუმცა, როგორც ამას “ალია” ჯერ კიდევ მაისში წერდა, მთავრობას უკვე ხელთ აქვს მექანიზმი და მას 15 ივლისამდე გამოიყენებს, თუ კიდევ 5 წელი – ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
როგორ უნდა შეხვდნენ ამომრჩევლებს პოლიტიკური პარტიები შეზღუდვების პერიოდში – ეს ამ დროისათვის უცნობია.
კომენტარები