პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ – შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 953 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 830, გარდაცვლილი – 15.
კომენტარები