ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“SOS! ყველა პარტიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა მედიას: პარლამენტის ბიუროში დღეს დარეგისტრირდა პროექტი, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას ეძლევა უფლება დანიშნოს ორგანიზაციებში სპეციალური მმართველი მისი გადაწყვეტილებების აღსრულების სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში.
პირდაპირ არ წერია, რომ ეს ეხება ტელევიზიებსაც, მაგრამ მერწმუნეთ, ეს შეეხება ტელევიზიებს. კარგად ვიცნობ უკვე ბექაურს და ვიცი რასაც აპირებს.
გარდა ამისა, ცვილებები შედის მაუწყებლობის კანონში, რომლითაც:“კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სარჩელის მიღება სასამართლოში არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებას.“
ეს იმას ნიშნავს, რომ ბექაურს სასამართლოების დასრულებამდეც აღარ უნდა მოცდა და მაშინვე უნდა მისი არანორმალური გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც პრაქტიკულად მედიაში სპეცრაზმით შევარდნის ტოლფასია.
მოკლედ, ან ყველამ გაიაზრეთ რასთან გვაქვს საქმე და მივიღოთ ადეკვატური ზომები, ან სულ კარგად იყავით. მე ამ საგიჟეთის ატანა აღარ შემიძლია.
ჯერ სად ხართ: აი, ახლა, ამ კანონების ქექვაში აღმოვაჩინე, რომ 21 მაისს მიუღიათ კანონში ცვლილებები, რომლებიც ზოგიერთი დარღვევისთვის ითვალისწინებს მაუწყებლის არა გაფრთხილებას, არამედ პირდაპირ დაჯარიმებას. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ლიცენზიის შეჩერებას. მერე რა ხდება აღარ წერია, ანუ ჩამოგართმევენ ლიცენზიას და კარგად მეყოლე.
კანონი ძალაში შედის 1 სექტემბრიდან. არ დაგვხუროთ რა ბატონო კახა. ჩვენით დავიხურებით.”
კომენტარები