დღეს შსს-მ გაავრცელა იაკობ ბრეგვაძის ზარი 112-ში:
-მანქანით მოვიდნენ, ათ ადამიანზე მეტი ჩხუბობს, რკინის ჯოხი აქვთ, მალე მოდით…
-ცეცხლსასროლი იარაღი ხომ არ უჭირავთ, ბატონო…
-არა, მალე მოდით რა, ლოკაციით მოაგნებთ…”
ფოტოგრაფი რამდენჯერმე უმეორებს და სთხოვს 112-ის ოპერატორს მალე მოვიდნენ, ეუბნება, რომ ის დამალულია, ეუბნება რომ ლოკაცია აქვს ჩართული და გადაუგზავნა, მიუხედავად ამისა მას ისევ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მის მიერ გადაცემული ლოკაცია ვერ მოძებნეს… იაკობი კიდევ ერთხელ უხსნის სადაც არის…
ფოტოგრაფი ამ ჩანაწერში ეუბნება 112-ს – წეღან დამირეკა პოლიციამ და მითხრა კაიო, და რა ვიცი, აბა… მოვა?
112-ი კითხულობს არიან თუ არა დაშავებულები და საჭიროა თუ არა სასწრაფო დახმარება საჭირო და იაკობი ეუბნება, რომ კი – საჭიროა…
-გადავეცით გამოძახება…
-ახლა გადაეცით?? გააუქმეთ, წავიდნენ, რაღა აზრი აქვს რომ მოვიდნენ? მარტო მე დამიჭერთ?
ესე იგი, შსს-მ სამი საუბრიდან წარმოგვიდგინა ორი, მეორე საუბარში იაკობი ახსენებს კიდევ ერთ საუბარს – რომელიც შსს-მ არ გაასაჯაროა.
რომ შევაჯამოთ – შსს ვერ აგნებს ლოკაციას…
იცის, რომ ჩხუბი მოხდა 10-მდე პირს შორის და ჩხუბში ფიგურირებს რკინის საგანი…
იცის, რომ არიან დაშავებულები და საჭიროა სასწრაფო დახმარება…
ამბობს, რომ სასწრაფო დახმარებასაც უკვე გადასცა გამოძახება…
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდამსხმელები წასული დახვდებათ, სასწრაფო დახმარება დაშავებულებს მაინც დასჭირდებოდათ და დასჭირდა კიდევაც ქათამაძეს, ოღონდ, შსს ლოდინით გაბრაზებული ბიჭის სიტყვით, “კაი, გააუქმეთ, რაღა აზრი აქვს” – მართლაც აუქმებს სასწრაფო დახმარების გამოძახებას.
შსს-ს ამბობს, რომ ვერ პოულობს ადგილს, თუმცა, იმისათვის რომ ადგილს ვერ მიაგნო, უნდა ეძებო ჯერ და როგორ მოახერხა საპატრულო პოლიციამ, მაგისტრალისთვის გვერდის ავლა და სად ეძებდა, რას ეძებდა – უცნობია.
დღეს შსს-მ განაცხადა, რომ შეისწავლის, იყო თუ არა გადაცდომა…
შემთხვევა მოხდა 18-19 ივნისის ღამეს, დღეს 7 ივლისია და – ახლა სწავლობს გენ. ინსპექცია…
შეგახსენებთ, სანამ ცნობილი არ გახდა, რომ იაკობ ბრეგვაძე შსს-ს მაღალჩინოსნის ნინო გიორგობიანის ნათესავია, შსს იმასაც არ ადასტურებდა, რომ ზარი შევიდა 112-ში.
იმ ფაქტს, რომ სამჯერ შედგა საუბარი ბიჭთან, რომელიც გეუბნება რომ დამალულია და ორჯერ შენ ურეკავ დამალულს – მაშინ როცა ლოკაცია უკვე გადმოგიგზავნა – არ ვიცი, რა შეცვლის.
იმ ფაქტს, რომ დაშავებულები იცი რომ არიან და სასწრაფო დახმარებას არ იძახებ და არ მოგყავს – რამე ეშველება?
იმ ფაქტს, რომ მიხვედი და შემთხვევის ადგილებიც არ დაათვალიერე – რამე გამართლება აქვს?
აბა, რას სწავლობს ამდენი ხანი გენ. ინსპექცია და რატომ არ არის საქმე გადაცემული პროკურატურისათვის?
და ბოლოს, სად არის მესამე ზარი? რა არის იმ მესამე ზარში ისეთი, რომ მას არ ასაჯაროებს შსს?
ალია
კომენტარები