შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დღეს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოსდა წაშლილია ვიდეო კამერების ჩანაწერები. მისი თქმით, ამოღებულია დაახლოებით 600 საათის ხანგრძლივობის კადრები.
წაშლილი კადრები კი, ბორცვაძის მტკიცებით, ეკუთვნის თბილისის მერიას. ეს ჩანაწერები არ ინახება და იშლება 7 დღის შემდეგ. მისი თქმით, როდესაც საგამოძიებო უწყებამ ეს კადრები გამოითხოვა, ისინი უკვე წაშლილი აღმოჩნდა
მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ ამ კადრების დაკომპენსირება შეიძლება კერძო ობიექტებისა და 112-ის ჩანაწერებით.
მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა, ეს არის უბრალოდ დადგენა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე და ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში….
რატომ დასჭირდათ 7 დღე და მეტი ამ ჩანაწერების გამოსათხოვად – შსს- არ აკონკრეტებს.
კომენტარები