19 წლის ფეხბურთელის საქმის ახალ ტომებში ჩნდება 2 ივლისის დოკუმენტი – ეს არის მითითება, რომელსაც შოთაძის უწყება გამოძიების მწარმოებლებს უგზავნის და მთავარი მოწმეების, ამირხანაშვილის, ახვლედიანის, ქათამაძისა და ბრეგვაძის ხელახლა და კრიტიკულად გამოკითხვას ითხოვს.
ბოლო დღეებში საზოგადოებას და საქმეში ჩართულ ადვოკატებს კითხვები დაზარალებულად ცნობილ მოწმეებთან გაუჩნდათ. პროკურატურაც გამომძიებლებს პირდაპირ უთითებს, თუ რა მოქმედებები უნდა ჩატარდეს, რათა გამოძიება იყოს სრულყოფილი და ობიექტური. პროკურატურის მთავარი ინტერესი სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები არიან. ერთ-ერთ ასეთი მოწმე არის ვახტანგ ახვლედიანი და პროკურატურა ითხოვს მისი 18 და 19 ივნისის ჩვენებებში არსებული განსხვავებების მიზეზების დადგენას. ანალოგიური კითხვები აქვს შოთაძის უწყებას ამირხანაშვილისა და ქათამაძის ჩვენებების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმართვა პროკურატურამ საგამოძიებო უწყებას 2 ივლისს გაუგზავნა, თუმცა საქმის ახალ ტომებში, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადაეცათ საქმის ადვოკატებს, ამ მიმართვის მიხედვით გაკეთებული საგამოძიებო ქმედებები არ იძებნება.
საქმის მთავარი მოწმეების მიმართ გარკვეული კითხვები გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც აქვთ. გიორგი შაქარაშვილის და კითხვებს სვამს ახვლედიანის მისამართით.
2020 ნიუსი
კომენტარები