“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამას თუ ჩემი სამშობლო მოესწრებოდა, ნამდვილად არ მეგონა: აშშ კონგრესი, ორივე პარტიის გადაწყვეტილებით, ყინავს საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს.
კონგრესი ელოდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება, არ არის კორუფცია და დაცულია კანონის უზენაესობა.პირველად, დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველო ამერიკულ სანქციებში მოყვა.”
კომენტარები