საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, საიტზე genews.eu ინფორმაციას ავრცელებს:
პარიზში, საფრანგეთის დაზვერვის დეპარტამენტის (DGSE) ორი თანამშრომლის დახურული სასამართლო პროცესი დაწყო.მათ ბრალი ედებათ ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანელი ინფორმაციის გადაცემაში.
როგორც ფრანგული ინტერნეტპორტალი VL-MEDIA წერს, პროკურატურა ითხოვს 15 წლიან პატიმრობას. მედიაპორტალი აღნიშნავს რომ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში ფიგურირებს «უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის გადაცემა» «სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესების დარღვევა» და «უცხო ქვეყნის სასარგებლოდ შეპიონაჟი»
VL-MEDIA-ს ინფორმაცით ერთ ერთი ბრალდებული 73 წლის ყოფილი მზვერავი ჩინეთზე მუშაობდა და მრავალი წელი ჩინეთშიც იყო მივლინებული «ქოლგის ქვეშ». 1998 წელს აღნიშნული პიროვნება გამოწვეული იყო ჩინეთიდან, რადგანაც ურთიერთობები ჰქონდა საფრანგეთის საელჩოს ჩინელ თარჯიმან ქალბატონთან, რომელზეც სხვათაშორის 2000 წელს დაქორწინდა და საცხოვრებლადაც გადავიდა კუნძულ ჰაინანზე.
მეორე ბრალდებული კი 69 წლის ყოფილი მზვერავი, არასოდეს არ ყოფილა ჩინეთში, მუშაობდა ინტერნაციონალური კომპანიების სფეროში მათ შორის ჩინურ კომპანიებთანაც.
მასზე ეჭვი მას მერე გაჩნდა, რაც აღნიშნულმა პიროვნებამ რამოდენიმეჯერ იმოგზაურა ინდონეზიის კუნძულებზე სადდაც სავარაუდოდ შეხვდა ჩინური დაზვერვის წარმომადგენლებს.
სწორეს ასეთი « მოგზაურობის » შემდეგ აღნიშნული პიროვნება დააპატიმრეს ციურიხის აეროპორტში და დაპატიმრებისას აღმოუჩინეს დიდი ოდენობის ნაღდი ფული.
ამასთანავე ინტერნეტპორტალი VL-MEDIA იუწყება რომ, ყოფილ მზვერავებზე საქმე 2017 წლის დეკემბერში აღიძრა და სასამართლო პროცესი დახურულად მიმდინარეობს, რადგანაც საქმე ეხება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საფრანგეთის დაზვერვაში შეღწევის საკითხს, ასევე მოწმეების უსაფრთხოებას და მათ მიერ მიცემული სახელმწიფო მნიშვნელობის საუდუმლო ინფორმაციების შემცველი ჩვენებების გაუთქმელობის აუცილებლობას.
კომენტარები