გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, რომელმაც 112-ში დარეკა, დანაშაული დაფარა.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაეფექტურობა გამოავლინეს, რადგან ვერ მივიდნენ დროულად დანაშაულის ადგილზე.დღეს ციხეში გურამ ამირხანაშვილს მიიყვანენ, რომელმაც ბრალდებული უნდა ამოიცნოს.
„როდესაც მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა ბრეგვაძესთან, ჩაისვეს მანქანაში, ეს კიდე მეორე უკიდურესობაა რა უთხრა ბრეგვაძემ. ბრეგვაძეს კითხეს ვინ იყვნენ ის ხალხი, ვინც ჩხუბობდა, იცნობ თუ არა შენ მათ.
ბრეგაძე ეუბნება, „მე მოვდივარ დასავლეთიდან, მოვყვები მანქანებს ავტოსტოპით და ჩემთვის უცნობია ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში. ანუ რეალურად ბრეგვაძემ დამალა, დაფარა დანაშაული, რომელიც იქ მოხდა”
პრაიმტაიმი
კომენტარები