მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალების ერთ-ერთი ვერსიით, შვილიშვილმა პაპაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია.
„კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ მოკლული პაპა წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა, ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.
მკვლელობა მუხრანში მოხდა. შვილმა მამა და პაპა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცია. წინასწარი ცნობით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი. დამნაშავეს ეძებენ.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები