,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,კორონას თემა ბლეფია თუ არა, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია როგორ უდგება ამ საკითხს მსოფლიო და რა ინფორმაციები ვრცელდება. მსოფლიოში გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი და მეორე ტალღაზეც იდება ინფორმაციები. საქართველოში კი ყველაფერი კარგადაა, შიდა გადაცემაც 15 ივნისის შემდეგ არ მომხდარა. თუ ჩვენ გავხსნით საზღვრებს ტურიზმით ძალიან მინიმალურ სარგებელს მივიღებთ, სამაგიეროდ, ძალიან დიდი შანსია შეიცვლოს არსებული სურათი. ამიტომ ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მართებულად საზღვრების გახსნა და ფრენების აღდგენა. მაგრამ თუ გავხსნით მაშინ უნდა ვთქვათ, რომ კორონა ჩვეულებრივი გრიპია და მის გამო არაფერი აღარ გავაჩეროთ, რაც დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ხელისუფლებისგან წარმოუდგენელია. შესაბამისად ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გასვლა-შემოსვლას ვემხრობი.”
კომენტარები