საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს. გასაუბრების შემდეგ პროცედურების სრული დაცვით შეირჩევა ის კანდიდატურა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
თავისი კანდიდატურა მოხსნა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ, რომელმაც მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს გამოუცხადა, შესაძლოა ანალოგიური გადაწყვეტილება, იურისტმა გელა ჩივაძემაც მიიღოს.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
კომენტარები