ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“საზღვრების გახსნა ტესტირების გარეშე შეიცავს სერიოზულ საფრთხეს. გაუგებარია, რატომ უხსნი საზღვარს უპირობოდ მაგალითად, საფრანგეთს, სადაც პანდემია ბობოქრობდა და არ უხსნი მონტენეგროს?
”ვინც გამიხსნა იმას ვუხსნი” უაზრო პრინციპია. ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.
ყველამ, ვინც შემოვა, მიუხედავათ იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან, უნდა წარმოადგინოს გამოფრენამდე 1-3 დღით ადრე გაკეთებული ანალიზი. საზღვარზე სიცხიანს კი აქ უნდა გაუკეთდეს დამატებითი გამოკვლევა.
მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება არის არასწორი.”
კომენტარები