ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადება, პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით:
„პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა დარჩეს იქ, სადაც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, ანუ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მანამ, სანამ, მინიმუმ ჩვენ ირგვლივ რეგიონსა და მაქსიმუმ მთელ მსოფლიოში არ იქნება ეპიდემიის ისეთი დაღმავალი ტალღა, როგორიც საქართველოშია“
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირბადის ტარება საქართველოში სავალდებულო 17 აპრილიდან გახდა. პირბადის არ გამოყენების გამო გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა მოქალაქეებისთვის 20 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარს შეადგენს.
კომენტარები