,,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მეგობრებო, 2012 წელს როდესაც ხალხის დიდმა ნაწილმა არჩევნებზე მისვლა დილიდანვე დაიწყო, ნაციონალები მაშინვე მიხვდნენ, რომ არჩევნებს წააგებდნენ…გამწარებული ხალხი ირაზმება და საარჩევნო უბნებზე დიდი აქტივობა სწორედ მაშინაა, როცა მთავრობის მოცილება სურთ. ამიტომაც, მაქვს დადასტურებული და კონფიდენციალური ( მაღალჩინოსნების ვინაობის გამხელის გარეშე) ინფორმაცია, რომ ოცნება არ აპირებს საზღვრების გახსნას მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება. ისინი ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად ( ლუგარიდანაც მაქვს ინფორმაცია) გეგმავენ ოქტომბერში კორონას ახალი ტალღის დაანონსებას ზუსტად იმიტომ, რომ საარჩევნო უბნებზე ხალხის აქტივობა აიცილონ და რეიტინგდაკარგულმა ოცნებამ შედეგების გაყალბება მარტივად შეძლოს….ოპოზიციას სძინავს, ხალხი ნელ ნელა იღვიძებს….მე ყველაფერი გითხარით და დანარჩენი ეხლა თქვენ იცით…თუ არ გჯერავთ აგერ შევინახოთ ეს სტატუსი და ნახავთ, აგვისტოში 5 ქვეყანას მოგვიგდებენ მოლოცვითა და ზარზეიმით ხალხის გასაჩუმებლად, სექტემბერში კიდევ 5 და ასე პატიმრობითა და აპათიით აპირებს ოცნება ამ არჩევნების მოგებას პ.ს.ქვეყნიდან გავალ თუ არა უკვე სულერთია, მივეჩვიე…ყველა მიეჩვია….ევროპამ გახსნა საზღვრები, ჩინეთმა გახსნა, ამერიკამ ევროპის გარდა ყველა ქვეყანას გაუხსნა საზღვარი, ლათინურმა ამერიკამ გახსნა, აზიამ გახსნა….დილამშვიდობისა ჩრდილო კორეელებო….”
კომენტარები