სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, წერს:
„შენგელია, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ რა სხვაობაა „ცესკა“-ში თამაშსა და რუსეთის აგენტ ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად მხარდაჭერას შორის, ვერ ვხვდები.
აი, ლაშა ტალახაძემ რაც ქნა, მაგალითად – ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში გაწვრთნილი თუთიყუშივით სულ რომ 48 იძახა. ერის რისხვა რომ დავიმსახურე მისი გაკრიტიკებისთვის და ახლა ის მრისხანე ხალხი შენგელიას რომ დებს მიწაში, ჩემთვის პირადად სასაცილოა.
მე რომ მკითხო, კაცმა არ იცის, რუსეთში წასვლა და „ცესკა“-ში თამაში ჯობია, თუ მტრის რეზიდენტის ქვეყნის პრეზიდენტად დასმაში თუნდაც ერთი აგურის დადება“
კომენტარები