აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებულია ყველა შესაბმისი ზომა და ინფიცირებული კლინიკაშია.
“მასთან შემხებლობაში მყოფთაგან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი – დაკვირვების ქვეშ და ნაწილი შესაძლოა, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანონ” – აცხადებს გამყრელიძე.
აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნიუპოსტი
კომენტარები