საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა:
„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. თუ კითხვები მიჩნდება მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა“
მისი თქმით, თუ გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა, რომ გამოძიებაში ჩართულმა რომელიმე პირმა შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამაზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ბატონ პრემიერს ავიწყდება, რომ პირი, რომელიც სარალიძის საქმის გამო გადადგა, ისევ მთავარი პროკურორია და არაერთი დარღვევის მიუხედავად, არც ერთი გამომძიებელი და პროკურორი დაკავებული არაა… გადაბრუნებული ურემი ისევ იქ გდია, სადაც გამოძიებამ დააგდო…
მეტიც, გამოძიების დასრულების მერე კი არა, გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი, ერთ მარტივ კითხვას არ პასუხობს შსს – ბოლოს და ბოლოს ვინ იტყუება, ე.წ. ფოტოგრაფი, თუ საპატრული ეკიპაჟის თანამშრომელი?
ბატონმა პრემიერმა, როგორც ჩანს, არც ის ისიც, რომ არც ერთი დანაშაულის ადგილი, ახლაც არ არის დაცული…
სამწუხაროდ, პრემიერი თავად ცდილობს, პოლიტიკური სარჩელი მისცეს საქმეს და ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდოს სახელმწიფო უწყებებს, დროულად და სწორად წარმართონ საქმე – პოლიტიკაზე საუბრობს.
სამწუხაროდ, ბევრს დაავიწყდა, რომ პრემიერმა, თავის დროზე, ხორავას საქმე გახსნილად გამოაცხადა, მაშინ, როცა სინამდვილეში, მოწმეებიც კი არ იყვნენ დაკითხულნი, კამერების ჩანაწერები არ იყო ამოღებული და ჩხრეკა არ იყო ჩატარებული საქმის ბევრ ფიგურანტთან! – აი, ეს იყო პოლიტიკური, თუ იყო!
ალია
კომენტარები