ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, გამოძიებისადმი ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. ამას გარდა, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ შაქარაშვილზე თავდასხმა იყო წინასწარ შეკვეთილი და მიზანმიმართული:
„ადამიანს სხეულზე საღი ადგილი არ დარჩა, იმდენად მიზანმიმართული თავდასხმა იყო მასზე. დასკვნის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია, უნდა დადგინდეს ვინ იყო დამკვეთის შაქარაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა. თავდასხმა იყო მიზანმიმართული და მიმართული კონკრეტულად გიორგი შაქარაშვილისკენ“
კომენტარები