ბრიტანული მედია აქვეყნებს უცნაურ ისტორიას ერთ-ერთი მოქალაქის შესახებ, რომელიც სისტემატურად სვამს მამაკაცის სპერმის, იოგურტისა და ხილისგან დამზადებულ სასმელს, რომელიც მისი აზრით, იმუნური სისტემის გაძლიერებისა და კორონავირუსული დაავადებისგან პრევენციისთვის არის განკუთვნილი.
32 წლის ინგლისელი ტრეისი ქეისი აცხადებს, რომ იგი უკვე 3 წელია რაც არ გაციებულა და არც რაიმე ვირუსით დაავადებულა. მისი თქმით, ამ უნიკალური ელექსირის წყალობით, არც კორონავირუსის ეშინია, რადგან კვირაში 3-ჯერ სვამს ზემოხსენებულ სასმელს, რომლის მთავარ „ ინგრედიენტს“ მისი შეყვარებულის მიერ „ნაჩუქარი“ სპერმა წარმოადგენს.
ტრეისი, რომელიც პროფესიით პირადი მწვრთნელია აცხადებს: „ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მე ვიპოვე უფასო და ვეგანური ალტერნატიული მეთოდი. თქვენ ყოველთვის არ იცით, რას წარმოადგენს ფარმაცევტული სამედიცინო პრეპარატი- თქვენივე სხეულისთვის უმჯობესია მიიღოს ისეთი რამ, რაც არ შეიცავს ქიმიკატებს“.
„ეს სასმელი ბევრად არ განსხვავდება ძუძუთი კვებისგან, რომლითაც ახალშობილი იღებს აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს. ეს ყველასთვის არ არის გათვლილი, თუმცა იგი უამრავ ვიტამინს შეიცავს- სწორედ ამის გამო 2017 წლიდან დღემდე არ გავცივებულვარ. ხშირად კანის გაწმენდისთვისაც ვიყენებ ამ სითხეს“ – განაცხადა ტრეისიმ.
ქალის თქმით, მას და მის შეყვარებულს ხშირად უწევთ სამსახურის გამო ურთიერთდაშორება, რის გამოც იგი შეყვარებულის სპერმას სპეციალურ კონტეინერებში ყინავს, რომელთა გალღობის შემდეგ ამზადებს სპეციალურ კოქტეილს იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
ნიუპოსტი
კომენტარები