რეპერმა ლექს-სენმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“ვერ ვიტყვი, რომ მშიერი ვარ ამ ეტაპზე! არც ღარიბი ვარ, ალბათ, საშუალოზე ცოტა დაბლა ვდგავარ, ჯერჯერობით, ხვალ რა იქნება არ ვიცი. 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ, ბევრი ვიწვალე, ვეცადე, რაც გამომივიდა ამ ქვეყანაში, ესაა ამ ეტაპზე.
ჩემი შრომით, ჩემი მუსიკით, ჩემი რეპით ვცხოვრობ. ყველაფერზე მაღლა ვაყენებ ჩემ შემოქმედებას და ჰიპ-ჰოპს! ალბათ, დრო ვერ გამოვიყენე, როგორც მეუბნებიან! ძალიან მინდა უკეთესი ცხოვრება, ჯერ არ ჩანს, სამწუხაროდ. მერე რა იქნება არ ვიცი!!!
სამჯერ მქონდა შემოთავაზება რუსეთიდა. პირველად ვამბობ ღიად, უბრალოდ, ციფრის დასახელებას მთხოვდნენ, რამდენი მინდოდა იქ კონცერტებში. 1 წამი ვიფიქრე მხოლოდ, ჩემმა მორალმა არ გამიშვა მე, ასეთი სიღარიბე მირჩევნია-მეთქი და ჩემი სახელმწიფო, ჯერ რომ არ გვაქვს, ის დავაყენე ჩემ შემოქმედებაზე მაღლა. მე მე ვარ ალბათ სულელი ვარ და არც იმხელა ცოდნა-განათლება მაქვს, რომ ბევრი ფულის შოვნის ბარიერები ადვილად დავძლიო, ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს თავის გზაზე…”
კომენტარები