გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის გენეტიკური ფეხბურთელის ზურგჩანთაზე, რომელმაც გამოძიების უმნიშვნელოვანეს კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი.
მისი განმარტებით, დაგეგმილია ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზა.
„ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზით შესაძლებელია დაუდგინდეთ მკვლელებს იმ ნიადაგზე გავლის ფაქტი. ამოღებული ნიმუშები შედარდება მათი ფეხსაცმლიდან აღებულ ნიმუშებს. დაგეგმილია ასევე კიდევ რამოდენიმე ექსპერტიზა, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი.
აქედან გამომდინარე, ის, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ ჩვენებებზე ვართ დამოკიდებული და ამ საქმის ფიგურანტები თუ ხმას არ ამოიღებენ ვერაფერი გაირკვევა, ცდებიან.
მე ისინი გავაფრთხილე, ისე მოუწევთ პასუხისგება, რომ მერე ხვეწნას დაიწყებენ და მერე შეიძლება აღარავის აღარ აინტერესებდეს. ამიტომ ვამბობ, ახლავე მისცენ სწორი ჩვენებები“
კომენტარები