მსახიობი თამარ ცოფურაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ორი დღეა ფრიალებს მოკლულის მეგობრების სურათები ფბ-ზე. როგორ ქეიფობდნენ და იღებდნენ სელფებს მეგობრის სიკვდილის მერე.
მეგობრებო, თქვენ სერიოზულად თვლით, რომ მკვლელობის შემდეგ მოწმეებს, უფრო ზუსტად, სანამ გამოძიება დამთავრდება, ეჭვმიტანილებს, პოლიცია საქეიფოდ უშვებს და კარგი დრო გაატარეთო, ეუბნება?
ასეთ შემთხვევაში ყველა მიჰყავთ განყოფილებაში და იწყება დაუსრულებელი დაკითხვები.
კარგი, ამას დავანებოთ თავი.
თავიდან ბოლომდე გასაიდუმლოებულია ყველაფერი, ოჯახიც კი არ იღებს ხმას. არ არის გამორიცხული, რომ რამე საშინელებით ემუქრებიან.
ან ვინმეს გჯერათ, რომ 4 დღე ეძებდნენ 1 მეტრის სიღრმის არაგვში ცხედარს და ვერ პოულობდნენ?
არ ვიცით, სად მოკლეს, როდის მოკლეს, როგორ მოკლეს. ყველაფერს ტყუიან და მალავენ და ამ დროს 4 ტუტრუცანა ბავშვს მთელი ღამე დატოვებდნენ თავიანთი ტელეფონებით, რომ მეორე დღეს მთელ ქალაქს სცოდნოდა, რა მოხდა მაგათი ლაივებით? კარგით რა.
თემქაზე კი არა, მთელი ღამე სუსში აქვთ გატარებული.”
კომენტარები