„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვაზე გამოცხადდა და განცხადებაც გააკეთა:
„ამ ეტაპზე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროვებას. ერთადერთი შემიძლია, ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მე, უნდა ითქვას სამართლიანობისთვის, სხვა არხების დირექტორებისგან განსხვავებით, ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ. თუმცა, ვიდრე ჟურნალისტობას მივყოფდი ხელს მანამდეც მიბარებდნენ. ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად ბიძინა ივანიშვილისთვის მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში თუ სახლში ეს ზუსტად არ ვიცი“
კომენტარები