“მთავარი არხის” გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში” სტუმრად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია იყო მოწვეული, რომელმაც გადაცემის წამყვანებს საკუთარ სპორტულ ცხოვრებაზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ მან სამ თვეში, კორონავირუსის კარანტინის დროს, 25 კილოგრამის დაკლება შესძლო.
“ვირბინე ბევრი თბილისის ქუჩებში, კვირაში ორჯერ ველოსიპედით ვვარჯიშობდი, და დანარჩენ დღეებში ძუნძულით, ეს სირბილი არ იყო, რადგან ის წონა, რასაც მე ვატარებდი, 140 კგ, მაწუხებდა, ამიტომ ვისარგებლე ამ შემთხვევით და ბელინსკის ქუჩიდან, სადაც ვცხოვრობ, ზოგჯერ საბურთალოს მარშუტს ვირჩევდი, ზოგჯერ – ორთაჭალის მარშუტს, გლადნამდეც გავსულვარ არაერთხელ და კვირაში ორჯერ ველოსიპედით დავდიოდი. თბილისის ქუჩებში სიხალვათე იყო. სხვათაშორის, სხვანაირი თბილისი აღმოვაჩინე, სხვა თვალით შევხედემ როდესაც მანანები არ მოძრაობდნენ, სასიამოვნო თბილისის ქუჩევში ვარჯიში, უამრავ ადამიანს ვხვდებოდი,” – აცხადებს ნიკა მელია.
მისი თქმით, ის სულ ცდილობდა სპორტით ყოფილიყო დაკავებული, მაგრამ პოლიტიკის გამო ნაკლები დრო რჩებოდა.
“კვებაც, რა თქმა უნდა შევამცირე, სახლში ვიყავი მარტო, მეუღლე, ბავშვი, მშობლები საგურამოში გავიდნენ და როდესაც გადავწყვიტე ვარჯიში და წონის დაკლება, ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, ხელით იჭმევა, გადავყარე. რამენჯერმე, ღამე მომშიებია, გამომიღია უჯრა და არაფერი იყო მაცივარში, წყლის გარდა. “ხლებცებს” ვჭამდი,” – აღნიშნავს ის.
მისი თქმით ის ამ წონის შენარჩუნებას აპირებს და შეძლებისდაგვარად, ვარჯიშს გააგრძელებს, მაგალითად, კვირაში 5 საათს ირბენს, როდესაც ამის დრო ექნება.
ნიკა მელიამ ასევე მაყურებელს საკუთარი კვების რაციონიც გააცნო, რასაც ვიდეოში იხილავთ.
კომენტარები