ცოტა ხნის წინ კი პედაგოგმა თავის მართლება დაიწყო და დაწერა, რომ მას უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა.
„ტელეფონები რომელსაც დამახსოვრებული აქვს სიტყვები, საწყისი თუ ემთხვევა ავტომატურად ასრულებს. ჩვეულებრივად შეიძლება არ დააკვირდე და გააგრძელო წერა. თქვენი გადასაწყვეტია გჯერათ თუ არა“
გამოდის, პედაგოგს უნდოდა დაეწერა: “ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწყინარი ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით…“
ასეა თუ ისე, პედაგოგი წუხდება 19 წლის გარდაცვლილ ბიჭზე რომ ბევრს ვსაუბრობთ – ამდენი ამბავიო და რამდენი ამბავი ნეტავი? კონკრეტულად რა მონაკვეთი ებევრა?
პირველი ვერსიით, უწიგნურებს თუ მოკლავენ, ხმა არ უნდა გავიღოთ, მეორე ვერსიით, უწყინარებს თუ მოკლავენ – ჩუმად უნდა ვიყოთ… – უკეთესი თქვა ჰგონია ნეტავი?
სულ რომ წერა-კითხვის უცოდინრობა დაიბრალოთ ახლა, აზრებს რას უზამთ, აზრებს?
კომენტარები