“ქართული ოცნების” წევრი, მამუკა მარიამიძე, “ქართული ოცნების” წევრ, კობა კობალაძეზე წერს:
“თავშივე ვიცი ამ სტატუსზე ალბათ ,,კეთილისმსურველები, ეჭვიანები და უბრალოდ ბოღმა ადამიანების” კომენტარი იქნება: რადგან მუშაობ ცდილობ გაამართლოო..იქნებ დაგაწინაუროს..ან უფრო შორსაც წავლენ და დაკვეთად ჩამითვლიან..
მაგრამ..სიმართლე ისაა რომ..!!
რომელ თქვენთაგანს არ ჩაუდენია ბავშობაში რაიმე სახის ,,დანაშაული” და რომელი მისულხართ მშობელთან აღიარებით…
დედა-მამა მე დღეს ვიჩხუბე, მეზობლის ავტომობილის მინა დავაზიანე და ა.შ.
მითუფრო თუ იცი რომ მშობელი ამ საქციელს არ მოგიწონებს და იმზე მეტად მოგთხოვს პასუხს ვიდრე დაზარალებული!
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სანამ სასამართლო არ დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას ნუ გახდებით ნაც ტელევიზიების მსხვერპლი ნუ ვისუბრებთ ვინმეს დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე.
მე მინახავს და ვარ შემსწრე ბიუროში მოსულ მოქალაქეს პირადი სახსრებით როგორ უწევს ფინანსურ დახმარებას კობა კობალაძე და მინახავს საკუთარ შვილს, სწორედ დავით კობალაძეს როგორ მისცა ხურდა ფული ვარჯიშზე წასასვლელად, ბავშვმა მადლობა გადაუხადა. ასე ზრდის შვილებს!
ახლა კი მთავარ სათქმელს ვიტყვი მოკლედ…
9 ივლისს ავჭალაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს… სწორედ ჟურნალისტებისგან გაიგო კობა კობალაძემ მომხდარი ფაქტის შესახებ..
ვინც იცნობთ არ არის ძნელი მისახვედრი მისი რეაქცია..იმავე საღამოს როდესაც ფაქტი შვილმაც დაუდასტურა, მოჰკიდა ხელი და ერთად გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში, როგორც ეს კანონმორჩილ მოქალაქს შეშვენის. რაცარუნდა ძნელად დასაჯერებელი იყოს ეს არის სიმართლე და სწორედ ამიტომ არის ძნელად დასაჯერებელი კრიტიკოს-ოპონენტებისთვის რომ ისინი ვერასდროს მოიქცევიან კობა კობალაძესავით ღირსეულად!
გამძლეობას გისურვებ გენერალო!”
კომენტარები