გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, სოციალურ გვერდზე “გურამ შარაძის საზოგადოება” აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ფოტო-პარადოქსი: მკვლელი სააკაშვილი და მსხვერპლი – გურამ შარაძე და ზურაბ ჟვანია. მაშინ ამას ვინ იფიქრებდა? კუდში დასდევდა მამაჩემს და „მემამაყება იმ პარლამენტის წევრობა, სადაც გურამ შარაძე არისო“, ეს არამზადა!
ზურა ჟვანიას როგორ დასდევდა, ჩემზე კარგად იცით.
ფოტოს არაფერი აწერია. კონკრეტულად, რა შეხვედრაა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა იყოს 1996 წელი, პარიზი. არ უნდა ვცდებოდე. მაშინ, ლევილის საკითხზე ჩავიდა საპარლამენტო დელეგაცია, ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მამაჩემი – მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე.
დელეგაციაში სააკაშვილი და ლანა ღოღობერიძე არ ყოფილან. ალბათ, ამ რაღაც შეხვედრაზე მივიდნენ. აქვე ვხედავთ საქართველოს მაშინდელ ელჩს საფრანგეთში – გოჩა ჩოგოვაძეს. ასევე, გია კობახიძეს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მის შვილზე გაბოროტებულები, აქ ნუ შემოვარდებით
საერთოდ, ფოტოს ისტორიისთვის ვაქვეყნებ, არ ატეხოთ წყევლა-კრულვა არავის მიმართ”
კომენტარები