გირჩის განცხადებებსა და მოსაწევის რაოდენობას შორის მიზეზშედეგობრიობის გამოვლენის შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ამჯერად ევროპული საქართველოს შესახებ იხუმრა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატს, სერგი კაპანაძეს უთხრა, რომ მისმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, მაშინ, როდესაც ამბობდა, რომ მხარს უჭერდა.
მამუკა მდინარაძემ კი სცადა, რომ ხუმრობით დაეზუსტებინა დეტალები:
” ბოდიშის მოხდით უნდა შეგისწოროთ, ესენი მხარს უჭერდნენ რეალურად, უბრალოდ, ხმას არ აძლევდნენ. ასეა ამათი ამომრჩეველიც, მხარს უჭერენ, მაგრამ 3% აძლევთ ხმას, ასე მოგვცა რეიტინგებმა შედეგი. ჰოდა, ამიტომ, მაპატიეთ, რომ შეგისწორეთ”.
ხოლო, ერთი დღით ადრე კი მამუკა მდინარაძე გირჩის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პარტია მათთვის, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, Tesla-ს ავტომანქანას გაათამაშებს, შემდეგნაირად გამოეხმაურა:
“ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრს ეწევიან ეს ადამიანები და ცოტა მოუკლონ, ჯობია”.
ტაბულა
კომენტარები