“მთავარი არხის” ინფორმაციით, თეა წულუკიანი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეებს, ნიკა ჟვანიასა და არჩილ გაგნიძეს მფარველობს.
ტელეკომპანიის ცნობით, ჟვანია და გაგნიძე წულუკიანის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
“მთავარი” ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ისინი ციხეში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებიან.
“მთავარი არხის” ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას განმარტებით, შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელებმა საქმის მოგვარება “კაწროსთან” დაახლოებულ პირს, დაჩი ბუაძეს გაანდეს. “კაწრო” ბუაძის ქორწილის ვიდეოშიც ჩანს, რომელიც ნიკა გვარამიამ გადაცემის მსვლელობისას გაუშვა.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თქმით, მას ინფორმაცია სამმა კონფიდენციალურმა წყარომ გაანდო.
კომენტარები