“საზოგადოებას, რომელშიც შიმშილი ნომერ პირველი პრობლემაა, ეუბნება, რესტორნები არ იყო ღია და მარტო სნიკერსზე ვიყავიო” – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცადებას.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სესიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროექტის განხილვისას განაცხადა:
“როცა მე ჩემს ექიმ კოლეგებთან ერთად დავდიოდით რეგიონებში, კლინიკებში. იყო დღე, როცა დილას აღმოსავლეთში ვიყავით, საღამოს დასავლეთში. იყო, როცა რამდენიმე დღე სახლამდეც ვერ მივდიოდით და წუწუნშიც არ ჩამითვლით, მაგრამ კვების ობიექტებიც არ მუშაობდა და მე ჩემი კოლეგები და მძღოლი ვიფარგლებოდით სნიკერსით, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა და რაღაც ენერგია გქონოდა მაინც”
პური და ყველი არ იყიდებოდა მაღაზიაში, ბატონო დიმიტრი?
ხო, აი, ჩვენ პურს და მაკარონს ვყიდულობთ, ყველის და სკინერსის ფული არ გვრჩება…
და იმ რესტორნების და კაფეების გახსნას თქვენი სადილებისთვის კი არ ვითხოვთ, დასაქმებული ადამიანები რომ უსამსახუროდ დარჩნენ და პურის ფულის გარეშე და ვერც სნიკერსით აღიდგენენ ენერგიას, ამას გეუბნებოდით და თქვენ რა გიფიქრიათ…
თქვენ გეგონათ, მწვადი და ხინკალი გვინდოდა და გვასწავლეთ, როგორ ჩავანცვლოთ შოკოლადით? – მადლობა
თქვენ ისე საუბრობთ, კაი მშიერზე “რაფაელოსაც” კი შეჭამთ, ალბათ…
კანონის შესახებ სრული ინფორმაცია, იხილეთ აქ.
ალია
კომენტარები