ნუკრი ქანთარია მიესალმება მთავრობისთვის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის უფლების გადაცემას:
“ახლაც თუ ვამბობთ, რომ ეს არის უხილავი მტერი, რომელიც როდის დაგვესხმევა თავს, არ ვიცით, მე მგონი, სავსებით მარტივია, რომ იარაღი უნდა იყოს გატენილი, არათუ მერე დაიწყო ტყვიის ძებნა”
ეგ ის იარაღია, რომლის გადატენვაც რამდენიმე საათში შეუძლია პარლამენტს, რაც შეეხება ნამდვილ იარაღს, გადატენილი როგორ გვექნება, როცა იარაღის ტარების უფლებას არ გასცემთ?
და მაგ ლოგიკით, კუჭიც სავსე უნდა იყოს, ბატონო ნუკრი!
მაგ ლოგიკით, საფულეც სავსე უნდა იყოს!
ჩადეთ, აბა, კანონში გადატენილი იარაღი და დავნაყრდით…
ვის წინააღმდეგაა ეგ იარაღი გადატენილი სინამდვილეში, ეგაც რომ გეთქვათ, არ იქნებოდა ურიგო, რადგან მაგ კანონში სინამდვილეში არაფერი წერია კორონაზე და მაგ კანონის ამოქმედება სეზონური გრიპის დროსაც კი შეუძლია მთავრობას!
ისე, 32 წლის ბიჭი რომ საკუთარ ტერიტორიაზე დაგიჭრეს და მერე გაიტაცეს – იქ არის იარაღი გადატენილი?
კანონის შესახებ სრული ინფორმაცია, იხილეთ აქ.
ალია
კომენტარები