დღეიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება. კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა მედიის წარმომადგენლებს განახლებული საავადმყოფო დაათვალიერებინა.
მისი განცხადებით, კლინიკას ბოლო თვე-ნახევარია აღარ ჰყავს კოვიდინფიცირებული პაციენტი და ამიტომ, უბრუნდება პაციენტების მიღებას განახლებული აპარატურით, სამკურნალო და სასწავლო ნაწილით. საუნივერსიტეტო კლინიკაში 20-მდე კლინიკური მიმართულება ფუნქციონირებს და 187 საწოლზეა გათვლილი.
“ბოლო თვე-ნახევარია, არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყოლია. კოვიდთან ბრძოლის შემდეგ, ინფრასტრუქტურულად განახლდა კლინიკის სამკურნალო და ასევე, სასწავლო ნაწილიც. კლინიკამ აღიდგინა თავისი ფუნქცია, ისევ იღებს და ემსახურება პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში”
ამ დროს, პარალელურად, რა ხდება პარლამენტში – მთელი მთავრობა და ყველა მინისტრი თავგამოდებით ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ კორონავირუსის კუთხით, კიდევ ცუდი მდგომარეობაა და არიქა, ჩვენი შეზღუდვები უნდა გავახანგრძლივოთ, მთავრობას კი უფლება უნდა მივცეთ, კანონით წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს ჰქონდეს საშუალება შეგვიზღუდოს არაერთი უფლება, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს მინიჭებული.
ლევან რატიანმა აგერ თვენახევარია, კოვიდიანი პაციენტი არ მყოლია და ჩვეულ რეჟიმში გადავდივარო.
კლინიკა გადადის ჩვეულ რეჟიმში და ჩვენ ვრჩებით უჩვეულო რეჟიმში – სად არის ლოგიკა?
სწორედ კლინიკები უნდა იყვნენ მობილიზებულნი და მზადყოფნაში და ჩვენ ეკონომიკას უნდა მივხედოთ, წესით, თუ მართლა კოვიდი გვადარდებს და არა არჩევნები და საარჩევნო კამპანიის დროს ხალხმრავლობა.
რისი შეზღუდვის უფლებას იკანონებს მთავრობა წლის ბოლომდე, დეტალებს აქ ნახავთ.
აგერ, დღეს გადაღებული ფოტო, ლევან რატიანი ჟურნალისტებს მასპინძლობს და პირბადის გარეშე დადის კლინიკაში ჟურნალისტებთან ერთად.
არ ეშინია ლევან რატიანს კოვიდის, მარტო “ალიას” კითხვების ეშინია.
ალია
კომენტარები