შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი, თენგიზ ბარბაქაძე აცხადებს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში სცემეს. ამის შესახებ მან მეგობარს მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.
ეს მიმოწერა საქმის მასალებში დევს. მამაკაცი მეგობარს უყვება, რომ პოლიცის განყოფილებაში სასურველი ჩვენების მიღების მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბარბაქაძის მეგობარი არასრულწლოვანია. ის დაკითხვის დეტალებით ინტერესდება:
– მომიყევი გთხოვ…
– რა უნდა მოგიყვე?
– დაკითხვაზე რა ხდებოდა, მირტყესო რო თქვი, ჩხუბის დროს…
– ჩხუბის დროსაც მარა განყოფილებაში გეუბნები
– რას ქვია? არ შეიძლება, რაზე გელაპარაკეს, რეები აკითხინეს?
-რაც იცი მომიყევიო, მკითხეს ეგონათ რო ანასთან სხვანაირად მოვყვებოდი რამეს.
შეტყობინებები “ტვ. პირველმა” გაასაჯაროვა.
ვის გულისხმობს ბარბაქაძის მეგობარი, როცა ამბობს, რეები აკითხინეს? – ვის უნდა დაევალებია პოლიციისთვის კითხვების დასმა და რა უნდა მოეყოლა სხვანაირად ანასთვის ბარბაქაძეს?
რატომ ახსენებენ ბიჭები მხოლოდ ანას, როცა იქ სხვა გოგოებიც იყვნენ? – არც ამ კითხვაზეა ჯერ პასუხი.
კომენტარები