სოციალური ქსელის მომხმარებელი, ზაზა კვიცარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თბილისის სიმბოლო ყოველთვის იყო “ქართლის დედა” და მთაწმინდაზე განთავსებული ანძა, ეხლა კი რომ ახედოთ თავისუფლების მოედნიდან ივანიშვილის მიერ თავისივე მდარე გემოვნებით აგებული სიმახინჯე იპყრობს ყურადღებას
რამდენჯერაც უცხოელმა სტუმრებმა მკითხეს რა იყო ჩვენი დედაქალაქის სიმბოლო (მაგ:პარიზის არის “ეიფელის კოშკი”, რომის “კოლიზეუმი”, ლონდონის “ბიგბენი” და სხვა) მე რათქმა უნდა ვანახე პირველ რიგში “ქართლის დედა” და ფუნიკულიორის ანძა, ისინი კი გაკვირვებულები მეკითხებოდნენ: -მაშინ ეს უგვანო შენობა რატომ ამახინჯებს ამ ულამაზესს ხედსო
და მიმითითებდნენ, ივანიშვილის შუშის სოროსკენ, მე კი როგორ უნდა ამეხსნა, რომ თვით პირველი პრემიერ მინისტრი ჟვანიაც კი შეეწირა ამ სიმახინჯის აშენებას, დაუჯერებელია, იმავე ფრანგების, იტალიელების თუ ინგლისელებისათვის როგორ შეძლო ერთმა თუნდაც მილიარდერმა ქვეყნის პრემიერის მოკვლა შენობის გამო და ეს ხალხმა გაატარა..
პასუხი არ მაქვს, მცხვენია და თვალს ვარიდებ, საუბარი ხინკალზე, ხაჭაპურზე და ხვანჭკარაზე გადამაქვს…
ვახ ჩემო თანაქალაქელებო და საქართველოს მთელო მოსახლეობავ, ეს ქალაქი ხომ თქვენი დედაქალაქია და სიამაყე..
რა სირცხვილია, როცა ვახტანგის, დავითის, თამარის ქალაქს დაეპატრონა ჩია მტარვალი, უჯიშო, უგვანო, უვიცი ოკუპანტის მოვლინებული “ნამესტნიკი” ბიძინე ივანიშვილი…….”
კომენტარები