პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კიკვიძის პარკში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა:
დღეს, 14 ივნისის გიორგი გახარია თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად განახლებული კიკვიძის პარკის გახსნას დაესწრო.
“მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. რა თქმა უნდა, თბილისში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ისეთი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და გარემოს არ მოწონს, მაგრამ თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ…
ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ ორას ადამიანზე, მაგრამ თბილისელები გვაპატიებენ ამას, რადგან დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება…”
200 ადამიანზეც დაირღვა დღეს რეკომენდაცია, პირბადეზეც და დისტანციაზეც…
ახლა სიმართლე რომ ვთქვათ, სააკაშვილს სულ მაგას დასცინოთ, დარბის და ერთი პარკის გახსნაზე მთელ ამბავს სტეხსო და თავად ამ პანდემიის დროს, პარკის გახსნას იმხელა მნიშვნელობას ანიჭებთ…
ემიგრანტებს ვეუბნებით უარს ჩამოსვლაზე, კოვიდის გამო და აგერ ყველა რეკომენდაციას და შეზღუდვას ვარღვევთ, განახლებული პარკის გახსნის გამო…
ხალხი უმუშევარია, უამრავი ობიექტია დაკეტილი კოვიდის გამო და პარკის გახსნის გამო თუ შეიძლება კანონის დარღვევა… კი, ბატონო, დაარღვიეთ, პირველად დაგირღვევიათ, თუ მეორედ?
უბრალო ხალხისგან განსხვავებით, თქვენ არ დაჯარიმდებით!
უკრაინის პრეზიდენტს ერთი გადაცდომა არ აპატიეს და დააჯარიმდეს…
ქართველი ჩინოვნიკები არ დაჯარიმდებიან, საქართველოში მხოლოდ უბრალო ადამიანებს აჯარიმებენ…
და ჩვენ რომ წამალი დაგვჭირდეს და აფთიაქში პირბადის გარეშე შევვარდეთ, გვაპატიეთო, რომ გითხრათ, არ დაგვაჯარიმებთ?
შვილის ქორწილი რომ გავმართოთ, ან მამის დაკრძალვა – გვაპატიეთო, რომ გითხრათ – გაიგებთ?
ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში, ორმაგი სტანდარტების პრემიერი არ უნდა გვიკვირდეს, ალბათ… გვაპატიეთ, რომ ჯერ კიდევ გვიკვირს…
ალია
კომენტარები