„რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე განაცხადა:
„ვლაქერნობა არის მართლაც უდიდესი დღესასწაული. ალბათ ზუგდიდი და მცხეთა ის ორი წმინდა ადგილია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებ ყველას, ვლაქერნობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ.
ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც. ჩვენ არაერთი წმინდა ადგილი გვაქვს საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე ტურიზმის სააგენტომ უნდა იმუშაოს, ასევე საპატრიარქომ“
კომენტარები