ჩინეთში ბოლო პერიოდში საყოველთაოდ გავრცელებული კაშხლის ტრაგედიის შესახებ ახალი შემაძრწუნებელი დეტალი გახდა ცნობილი.
როგორც CNN-ისთვის გახდა ცნობილი, სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსის მძღოლმა კაშხალში ავარია განძრახ მოაწყო მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ რამდენიმე საათით ადრე ხელისუფლების განკარგულებით მისი საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს.
აღნიშნული შემზარავი ტრაგედიის დროს 7 ივლისს, ავტომობილმა გაარღვია კაშხალთან არსებული დამცავი ჯებირები და წყალში გადაეშვა, რომლის შედეგადაც 21 ადამიანი გარდაიცვალა და 15 მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები კოლეჯში მისაღებ გამოცდაზე მიერმართებოდნენ.
თანამშრომელთა ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი, სახელად ჟანი ძალზე უბედურად თვლიდა თავს – კატასტროფის დღეს მისი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს.ჟანის ცვლა შუადღისას უნდა დაწყებულიყო, თუმცა მან მეორე მძღოლს სთხოვა რომ გაეცვალა განრიგი, რათა დილით დაეწყო მუშაობა.
დილის 9 საათზე მან ჩინური ძლიერი ალკოჰოლური სასმელი იყიდა და ბოთლი ბოლომდე გამოცალა. ავარიამდე ცოტა ხნით ადრე მან ცნობილ სოციალურ ქსელ WECHAT-ში თავის შეყვარებულს გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, სადაც მძღოლი ცხოვრებაზე ხალისის დაკარგვისა და ძლიერ ემოციურ ზეწოლაზე საუბრობდა.
სახელმწიფო მედიის, CHINA DAILY-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჟანს დროებით მფლობელობაში გადასცეს კერძო საკუთრება მაშინ როდესაც იგი დიზელის ძრავების ქარხანაში მუშაობდა. პოლიციის თქმით, მძღოლი გარკვეული დროის მანძილზე ბოლო პერიოდში აქ არ ცხოვრობდა, თუმცა იგი ინფორმირებული იყო, რომ შენობა ახალი სამშენებლო პროექტის ფარგლებში დანგრევას ექვემდებარებოდა. მან სახლის დაკარგვის სანაცვლოდ მშენებელ კომპანიას კომპენსაცია მოსთხოვა ახალი საცხოვრებლის შესასყიდად, რაზეც მას სახლის ნაცვლად 10 360 $ შესთავაზეს და უარი უთხრეს ახალ სახლზე.
ნიუპოსტი
კომენტარები