იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინა. შენგელია სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც იქნა პროგრამა ჩაირთო და ხვალიდან უკვე ოფისი შეძლებს მუშაობას. თუმცა, ცხადია არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა დავა გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში.
რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში მიდგას ეს დღეები. დიდი მადლობა მედიას, რომელიც აქტიურად აშუქებს საქმის დეტალებს. თქვენს გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა ყველაფერი წინ არის, ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე“
კომენტარები