ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“გაჭირვებული, გაუბედურებული 3 ქალიანი ოჯახი სოფელ ბოდბისხევში.
სამივე ავადმყოფია – ერთს ოფიციალურად აქვს შშმ პირის სტატუსი, მეორეს ასაკის გამო არ აქვს, მესამე თითქმის ვერ დადის.
ჭერი თავზე ენგრევათ, იატაკად ცემენტი აქვთ, საწოლს, რომ არ ჩავარდეს, აგურები აქვს შედგმული…
მაინც მოუხსნეს სოციალური დახმარება 2019 წელს და მას მერე, სამართალი ვერ უპოვიათ.
როგორც გვითხრეს, არ მიუღიათ არანაირი დახმარება. მხოლოდ პანდემიის დროს დაეხმარა ერთ-ერთი ბიზნესმენი პროდუქტით.
რა ვიცი, ფურცლებს და რიცხვებს ფრიალი გაუდის მუნიციპალიტეტში, ამდენს და იმდენს ვეხმარებითო და ამაზე უფრო გაჭირვებული იმ სიაში ვინ წერია, იქნებ მანახონ. ეგ დროც დადგება, რომ ვნახავთ… ამ ოჯახის უბედურების ამბებს მალე მოგიყვებით.”
კომენტარები