რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეთა მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
აქციაზე 147 ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქცია პუშკინის მოედანზე დაიწყო, სადაც მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერებსაც აგროვებდნენ.
აქიაში სულ 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ გზა გადაუჭრა რუსეთის გვარდიისა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა და დაკავებები დაიწყო.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.
ნიუპოსტი
კომენტარები