პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადება:
„უკრაინა მხარს გვიჭერს ისევე, როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და პარლამენტში მათ მიმართ მხარდამჭერი აქტიც მივიღეთ. არ მახსოვს, რომ მაშინ ოპოზიციას მხარი დაეჭიროს ან ეაქტიუროს. შეიძლება, რუსეთმა იმ დღესვე არ შეასრულოს ის, რასაც არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო მოუწოდებს, მაგრამ მსოფლიოს მხრიდან პოზიციის გამოხატვა და ყოველდღიური პრესინგი არის აუცილებელი, მადლობა ამისთვის უკრაინას“
შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მკაცრად გმობს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრასა და უკანონოდ დაკავებას.
უკრაინის საგარეო უწყება მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის ქმედებები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გაათავისუფლოს საქართველოს დაჭრილი მოქალაქე.
აი, ქართველ მინისტრებს ჯერ არ გაუკეთებიათ საჯარო განცხადებები ზაზა გახელაძეზე, ასე რომ, კი, მადლობა უკრაინას, რომელმაც საქართველოს მთავრობას მიუთითა, როგორი განცხადებები უნდა გააკეთო, როცა შენ მოქალაქეს იტაცებენ!
ვოლსკიც კი, რომელიც ამ თემაზე კომენტარს აკეთებს და უკრაინას ემადლიერება, არც ზაზას ახსენებს და იმასაც კი არ ამბობს, ვუერთდები უკრაინის განცხადებასო!
კომენტარები