ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის და, ანა შაქარაშვილი მარიამ ხატისკაცის სტატუსს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის, ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე.
2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო.
3) რაც შეეხება ამ გოგოს. მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა.
4) მადლობა
5) ნახვამდის.”
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეს სახით გამოკითხული ლუკა გოგავა ჩვენებაში ყვება, რომ მცხეთაში ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე გიორგის წასვლა იმიტომ უხაროდა, რომ დაბადების დღეზე უნდა ყოფილიყო მარიამ ხატისკაცი, რომელიც უყვარდა და რომელთანაც ურთიერთობა აერია დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე.
გიორგის მეგობრის სრული ჩვენება, სადაც ის გიორგის და მისი შეყვარებულის შესახებ ყვება, იხილეთ, აქ.
კომენტარები