ტაივანში მცხოვრები ქალი ირწმუნება, რომ იგი სიკვდილს თავისმა ძაღლმა გადაარჩინა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს. როგორც აღმოჩნდა ქალი იანვრის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ უხანში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ბილეთი და პასპორტი საყვარელმა ძაღლმა კიმიმ დაუღრღნა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ქალაქში, რომელში ჩასვლასაც აპირებდა, ახალი ტიპის სასიკვდილო პნევმონიამ იფეთქა და ქვეყნის ხელისუფლებამ იქ კარანტინი გამოაცხადა.”რომ არა ჩემი ძაღლი კიმი, მე დღეს კორონავირუსით ვიქნებოდი დაავადებული” – აცხადებს ტაივანში მცხოვრები ქალი.
ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქება აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე კორონავირუს 2019-nCoV-თან აქვთ.
ნიუპოსტი
კომენტარები