საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ორი დღის წინ ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა. დღეს, 16 ივლისს კი მთავრობის სხდომას დაესწრო. სხდომის ფოტოები მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ევროპული საქართველოს დეპუტატ გიორგი კანდელაკს აინტერესებს მთავრობის განმარტება, რატომ არ გაიარა მინისტრმა სავალდებულო კარანტინი.
საქართველოს მთავრობას ბელგია ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეყვანილი არ ჰყავს. ამასთან, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ შემთხვევაში 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს გადის.
აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს შემთხვევა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი კარანტინში იყო. კონსულტაციებისთვის უკრაინიდან ჩამოსულმა ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ კარანტინი გაიარა.
გიორგი კანდელაკი:
“მივმართავ კითხვით მთავრობას, რატომ შეუძლია თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის, კარანტინის გარეშე შემოსვლა ქვეყნიდან, რომელიც არ არის გამწვანებული ქვეყნების სიაში. რატომ უნდა გაიაროს კარანტინი ჩვეულებრივმა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ, თუკი ის იმყოფებოდა გამწვანებულ ქვეყანაში”, — აღნიშნა კანდელაკმა On.ge-სთან საუბრის დროს.
დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტით 13-14 ივლისს იმყოფებოდა. პანდემიის პირობებში ეს პირველი მაღალი დონის ვიზიტია საქართველოდან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში On.ge-ს წერილობით უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მთავრობის 332-ე დადგენილება სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს ადგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.
სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია
ონ.ჯი
აქვე შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგების თქმით, არც ერთი კვლევა არ უჩვენებს ვირუსს პირველ დღეებში – სწორედ, ამიტომაა დისტანცირება და იზოლაცია მთავარი, ეს არ არის ჩვენი დადგენილი, მთავრობის დადგენილი რეგულაციაა.
როგორც ფოტოზე ხედავთ, მინისტრებს პირბადეებიც კი არ უკეთით.
თუ რამე იცით კორონავირუსზე ახალი და თუ არ არის გადამდები, ჩვენც გვითხარით!
კომენტარები