Edison Research-ის იერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 37%-ს ძალიან ეშინია, რომ ახლო მომავალში არ ექნება საკვებისა და საოჯახო საყიდლების შესაძენი თანხა, 44-%-ს კი ოდნავ ეშინია.
მხოლოდ 19% ამბობს, რომ მას ამის საერთოდ არ ეშინია.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.
კომენტარები