დედაქალაქის მერი, კახი კალაძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევაში შეცდომაა:
“იცით კვლევებისადმი ჩემი დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ კვლევებში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო.
დღეს პარტია “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო არა, მაგარამ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე.
2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.
უმრავლესობით “ქართული ოცნება” შევა პარლამენტში, შეიძლება საკონსტიტუციო არ იყოს, თუმცა ამის შანსიც არის.
დღევანდელი მოცემულობით, კოალიცია ვერ იქნება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს პარტია “ქართულ ოცნებას”
კომენტარები