აშშ-ში, კოლოდარდოში მამაკაცს სახლში ყოფნისას თავს დათვი დაესხა. იგი საკუთარ საცხოვრებელში შვილებთან ერთად იმყოფებოდა ამ დროს.
„მე საწოლზე ვიწექი და ნამდვილად არ მიფიქრია ჩოჩქოლის ხმის გაგებისას, რომ სახლში შეიძლებოდა, დათვი აღმომეჩინა. დეივ ჩერნოსკის თქმით, 180 კილოგრამიანი დათვი მაცივართან იდგა. ცხოველმა კაბინეტში არსებული უჯრიდან ნივთები გადმოყარა და ირგვლივ მიმოფანტა.
მამაკაცმა მოახერხა მასსა და დათვს შორის დისტანცია დაეცვა და ცდილობდა მის გარაჟში გატყუებას სახლის გარეთ. თავდაპირველად შეიმჩნეოდა, თითქოს გეგმა წარმატებით მუშაობდა, თუმცა ჩერნოსკიმ აღნიშნა, რომ დათვი შეშინდა როდესაც შეეჯახა გარაჟის ღია კარებს, რომლის შემდეგაც იგი სახლში დაბრუნდა.
ჩერნოსკის თქმით, იგი ძალზე შეძრწუნებული იყო აღნიშნული ფაქტით და შიშობდა რომ დათვი შემთხვევით ქვედა სართულზე კიბეებით არ ჩასულიყო, სადაც მის 12 წლის ტყუპებს ეძინათ. იგი ოთახში დაბრუნების მომენტში დათვს „სახეში შეეჩეხა“
„ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით, რა დროსაც მან ტორი მომიქნა, ზურგში ჩამავლო და დამატრიალა.
თავდასხმის შედეგად მამაკაცს ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა შუბლისა და კისრის არეში, თუმცა მაინც ცდილობდა რომ მთელი ძალით ეყვირა, რათა გარეული ცხოველი გასცლოდა ტერიტორიას, რამაც გაამართლა და რამდენიმე წამში დათვმა ჩერნოვსკის სახლი დატოვა. მამაკაცმა კოლორადოს გარეულ ცხოველთა მონიტორინგისა და დაკვირვების უწყება გამოიძახა, რომელთა წევრებმაც დათვის იპოვეს და იგი ეუთანაზიით მოკლეს.
ნიუპოსტი
კომენტარები